Thumbnail
  • ლიონელ მესიმ 2017-2018 წლების სეზონში 34 გოლი გაიტანა
  • არგენტინელი ევროპის საუკეთესო ბომბარდირი მეხუთედ გახდა

ლიონელ მესი 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ოქროს ბუცი მოიგო. მესიმ გასულ სეზონში 34 გოლი გაიტანა. ეს მისი მეხუთე ჯილდოა ისტორიაში და ამ მაჩვენებლით, საუკეთესოა ევროპაში. აქამდე, ლეგენდარულმა არგენტინელმა ოქროს ბუცი 2009/10 (34 გოლი), 2011/12 (50 გოლი), 2012/13 (46 გოლი) და 2016/17 (37 გოლი) წლების სეზონებში მოიპოვა.

ლიონელ მესი 5-გზის ოქროს ბუცის მფლობელია და ეს რეკორდია. მეორე ადგილზეა კრიშტიანო რონალდო, რომელმაც 'ოქროს ბუცი' ოთხჯერ დაიმსახურა. შემდეგ მოდიან ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებსაც ორჯერ აქვთ 'ოქროს ბუცი' მოგებული - მათ შორის ეუსებიო, გერდ მიულერი, მარიო ჟარდელი, ტიერი ანრი, დიეგო ფორლანი და ლუის სუარესი.

შეგახსენებთ, რომ ეს ჯილდო ერთხელ ქართველმა ზვიად ენდელაძემ დაიმსახურა, რომელმაც 1995-1996 წლების სეზონში ზესტაფონის მარგვეთის შემადგენლობაში 40 გოლი გაიტანა.

ლიონელ მესის ოქროს ბუცები
გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი?

  • ლიონელ მესი
  • კრიშტიანო რონალდო
  • ნეიმარი
  • რობერტ ლევანდოვსკი
  • ანტუან გრიზმანი
  • ჰარი კეინი
  • სერხიო აგუერო
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები