Thumbnail
  • თორნიკე შენგელიას ვაჟი შეეძინა
  • შენგელია უნიკახასთან მატჩს გამოტოვებს

შაბათს აშშ-ში საქართველოს ნაკრების კალათბურთელ თორნიკე შენგელიას მესამე შვილი შეეძინა. მან მეუღლე სალომესთან და შვილებთან ერთად საშობაო დღეების ამერიკაში გატარება გადაწყვიტა და, მიუხედავად გადატვირთული კალენდრისა, ესპანური მედია ამტკიცებს, რომ კლუბმა ქართველ კალათბურთელს ამის უფლება მისცა.   

ამაღამ (00:30 თბილისის დროით) ბასკონია ევროლიგაზე გრან კანარიას ესტუმრება. ხუთშაბათს ACB ლიგაში ბასკონიას მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება - ვიტორიაში ბარსელონას მასპინძლობს. თონრიკე ამ ორ თამაშში მიიღებს მონაწილეობას და მერე კლუბის ნებართვით ოჯახთან ერთად ამერიკაში გაფრინდება. ასე რომ, მას მხოლოდ ერთი შეხვედრა გაუცდება - კვირას გიორგი შერმადინის უნიკახას წინააღმდეგ. 

შენგელია ამერიკაში დასვენების შემდეგ პირდაპირ მოსკოვში გაფრინდება, სადაც ბასკონიას შეუერთდება - 27 დეკემბერს ესპანური კლუბი ევროლიგაზე ხიმკის ეთამაშება. შემდეგ კი მოდის ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი რეალის წინააღმდეგ. 

აქვე ვიტყვით, რომ ამ ინფორმაციას "დიარიო AS" და სხვა ესპანური წყაროები ავრცელებენ, ოფიციალურად კი ჯერ არ არის დადასტურებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები