Thumbnail

'საქართველო ჩვენთვის მეტოქე არაა' - ბელარუსის პრეზიდენტის ორაზროვანი სიტყვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლუკაშენკომ ერთა ლიგაში საქართველო-ბელარუსის მომავალ მატჩზე ისაუბრა
  • პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთან მატჩი ფედერაციისთვის გამოცდა იქნება
  • ბელარუსის ლიდერი საქართველოს მეტოქედ არ მიიჩნევს

ბელარუსის პრეზიდენტი ალეკსანდრ ლუკაშენკო სხდომას დაესწრო, სადაც ქვეყანაში სპორტის ზაფხულის სახეობების განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ფეხბურთში არსებულ ვითარებაზე იყო მსჯელობა. პრეზიდენტმა თავის სიტყვაში უეფას ერთა ლიგაში, საქართველო-ბელარუსის ნაკრებების მეტოქებაც ახსენა და საკმაოდ ორაზროვანი გამონათქვამითაც გამოირჩა.

ლუკაშენკომ სიტყვა ბელორუსის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის იური ვერგეიჩიკის მოხსენების შემდეგ წარმოთქვა და ადგილობრივ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე კრიტიკულად ილაპარაკა:  

"საკვანძო სიტყვა ქაოსია. ელემენტარულად, წესრიგი არაა. ფედერაცია, პირველ რიგში, ნაკრებია. ოღონდ, ძალიანაც ნუ გაგახარებთ D ლიგის დივიზიონში პირველი ადგილი. აი, თქვენთვის გამოცდა კი საქართველოსთან მატჩი იქნება. თუმცა, საქართველო ჩვენთვის მეტოქე არაა", - აქვენებს ლუკაშენკოს ნათქვამს "Беларусь сегодня".

ბელარუსის პრეზიდენტი ახლახან გამართულ სხდომაზე

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში, 2020 წლის მარტის ბოლოს, თბილისში, ბელარუსს უნდა უმასპინძლოს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა D ლიგაში 1-ელი ჯგუფი მოიგო, ბელარუსმა კი მეორეში გაიმარჯვა და თუკი ეს ნაკრებები ევრო 2020-ზე შესარჩევი ციკლიდან ვერ მოხვდებიან, საგზურისთვის ბრძოლას სწორედ ერთა ლიგის პლეი ოფში გააგრძელებენ.

ერთა ლიგის D დივიზიონის მეორე ნახევარფინალში მაკედონია კოსოვოს უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის ერთადერთ საგზურს ფინალში გამარჯვებული ნაკრები მიიღებს. 

საქართველოს ნაკრების მსგავსად, მსოფლიოს ან კონტინენტურ პირველობაზე არც ბელარუსის ეროვნულ გუნდს უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები