Thumbnail

'2000-ჯერ ვთქვი, რომ ინტერს აუცილებლად გავწვრთნი!' - სიმეონე სამომავლო გეგმებზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დიეგო სიმეონემ ინტერზე ილაპარაკა
  • ნერაძურის ქომაგებს მისი კომენტარი გაახარებთ

მას შემდეგ, რაც მილანის ინტერი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა, იტალიურ სპორტულ მედიაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ სეზონის ბოლოს ლუჩანო სპალეტის აუცილებლად გაათავისუფლებენ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ ინტერს მადრიდის ატლეტიკოს არგენტინელი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე ჩაიბარებს. ამ თემაზე კომენტარი თვითონ სიმეონემ გააკეთა და წესით, ეს კომენტარი ნერაძურის გულშემატკივრებისთვის ძალიან სასიამოვნო უნდა იყოს.

კონტრაქტი ზაფხულში მიმთავრდება და მინდა ყველა სამუშაო დღით სიამოვნება მივიღო

“მეგონა, რომ ამ თემაზე ჩემი მოსაზრება ნათელი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, კითხვები ჯერ კიდევ არსებობს. 2000-ჯერ მაინც ვთქვი, რომ მოვა დრო და ინტერს აუცილებლად ჩავუდგები სათავეში. არ არის საჭირო ამის შესახებ ყოველ დღე ვილაპარაკო, მაგრამ ეს დღე აუცილებლად დადგება. იქამდე ატლეტიკოს ვწვრთნი, ზაფხულში მიმთავრდება კონტრაქტი და მინდა ყველა სამუშაო დღით სიამოვნება მივიღო.” - განაცხადა დიეგო სიმეონემ.

კომენტარები

ბოლო ამბები