Thumbnail

ფერარის საჩუქარი შუმახერს - გამოფენა 50 წლის აღსანიშნავად

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფერარის ოფიციალური ვებ-გვერდი განცხადებას ავრცელებს
  • მიხაელ შუმახერის 50 წლის იუბილეზე გამოფენა გაიმართება

ფერარის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ  კომპანია მიხაელ შუმახერის 50 წლის იუბილეზე გამოფენას გახსნის. 2019 წლის 3 იანვარს ლეგენდარული მრბოლელი 50 წლის ხდება. სწორედ 3 იანვარს გაიხსნება გამოფენა ფერარის მუზეუმში, მარანელოზე, სადაც მიხაელ შუმახერის კარიერის საუკეთესო ფოტოებს გამოფენენ და იმ დაუვიწყარ წლებს გაიხსენებენ, როდესაც გერმანელმა ფერარისთვის ყველაფერი გააკეთა.

ფერარიში შუმახერი 1996 წელს გადავიდა, რის შემდეგაც ფერარის ბოლიდთან 10 წელი გაატარა. მან ამ გუნდში ხუთჯერ მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. სტუმრებს მუზეუმის ოთახებში ყველა იმ დასამახსოვრებელი ფოტოს ხილვა შეეძლებათ, რომელიც ფერარისა და შუმახერის ერთობლივ ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

მიხაელ შუმახერი 2013 წლის 29 დეკემებერს საფრანგეთის ალპებში, თხილამურებით დაშვებისას მძიმედ დაშავდა. გერმანელის მკურნალობა მის ოჯახს კვირაში 50 ათასი ფუნტი სტერლინგი უჯდება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები