Thumbnail

დიდი პაუზის შემდეგ - ძიუდოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ეროვნული ნაკრების თავკაცი გურამ მოდებაძე გახდა
  • მოდებაძე საქმიანობას 27-28 დეკემბრიდან შეუდგება

დღეს ცნობილი გახდა, რომ ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელმაც ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი დაამტკიცა. საქართველოს ნაკრებს ამიერიდან გურამ მოდებაძე უხელმძღვანელებს. 

ძიუდოს ფედერაციის განცხადების თანახმად, მოდებაძე საქმიანობას 27-28 დეკემბრიდან შეუდგება, როცა საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება. 

უნდა აღინიშნოს, რომ ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტებისთვის პოსტ-ფაქტუმ გახდა ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ გუნდს მთავარი მწვრთნელი 30 აპრილის შემდეგ აღარ ჰყავს, როცა ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ევროპის ჩემპიონატის ჩაგდებისთვის (მედალი საერთოდ ვერ მოვიპოვეთ) ირაკლი ცირეკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

1-ელ მაისს ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურის ბრიფინგის შემდეგ ფედერაციასა და ძიუდოისტთა ნაწილს შორის ვითარება დაიძაბა. ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისე იასპარეზა ბაქოში, რომ მთავარი მწვრთნელი არ ჰყოლია. 

ბოლო დროს ამ თანამდებობაზე ოლიმპიური ჩემპიონის, ილიას ილიადისის (ჯარჯი ზვიადაური) კანდიდატურაც განიხილებოდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები