Thumbnail
  • ABA ლიგის რეგულარული სეზონის ნახევარი დასრულდა
  • გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა

ადრიატიკის ლიგაში 2018/19 წლის რეგულარული სეზონის ნახევარი დასრულდა. გოგა ბითაძის მეგა ბიმაქსი 7 მოგებით მე-4 ადგილზეა (პლეი ოფში ოთხეული გადის), ხოლო ქართველი ცენტრი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მარგი ქმედების საშუალო მაჩვენებლით (24.64) გოგა მხოლოდ ორს, დრაგან აპიჩსა და ლუკა ბოჟიჩს ჩამორჩება. უკვე არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ბითაძეს 2019 წლის დრაფტი ელის. 

NBA-ს ექსპერტები და ფანები ბითაძეს ხშირად ადარებენ დენვერის სერბ ცენტრ ნიკოლა იოკიჩს. თამაშის მანერასთან ერთად, მათ კლუბიც აკავშირებს - იოკიჩი ამერიკაში სწორედ მეგა ბიმაქსიდან გადავიდა 2015 წელს. სერბი წინა წლის დრაფტზე 42-ე ნომრად აირჩია და ერთი წლით მეგა ბიმაქსში დატოვა. 

ნიკოლა იოკიჩი მეგა ბიმაქსში

ტვიტერზე სწორედ ბითაძისა და სამი წლის წინანდელი იოკიჩის სტატისტიკები შეადარეს:

"ABA ლიგის პირველი ნახევარი დასრულებულია. შესანიშნავი დროა შედარებისთვის.

ნიკოლა იოკიჩი

(დაბადებული 1995) 2014/15 წლების სეზონი: 15.4 ქულა, 8.8 მოხსნა, 3.9 პასი, 0.9 დაფარება, 36% (სამიანების სროლის პროცენტი), 22.4 მარგი ქმედების კოეფიციენტი.

მეგა - 6 მოგება, 7 წაგება

გოგა ბითაძე

(დაბადებული 1999) 2018/19 წლების სეზონი: 20.2 ქულა, 7.9 მოხსნა, 1.2 პასი, 2.5 დაფარება, 41.7% (სამიანების სროლის პროცენტი), 20.2 მარგი ქმედების კოეფიციენტი.

მეგა - 7 მოგება, 4 წაგება

როგორც ხედავთ, ბითაძის უპირატესობა ქულები და ბლოკებია, ხოლო იოკიჩის - მოხსნები და პასები. საერთო ჯამში, მარგი ქმედების კოეფიციენტი სერბს სამი წლის წინ ოდნავ უკეთესი ჰქონდა, თუმცა ბითაძესთან ერთად მეგა უფრო წარმატებულია. 

სხვათა შორის, მეგა ბიმაქსიდან NBA-ს დრაფტზე 10 კალათბურთელი მოხვდა, რომელთაგანაც ყველაზე წარმატებული, რა თქმა უნდა, იოკიჩია. 

კომენტარები

ბოლო ამბები