Thumbnail
  • შალკემ ბაიერნს სანდრო ვაგნერის შეძენის სურვილით მიმართა
  • “ბილდის” ინფორმაციით, გელზენკირხენელები უშანსოდ არიან

გელზენკირხენის შალკეს სასწრაფოდ ახალი თავდამსხმელი სჭირდება. საქმე ისაა, რომ მარკ უთის, ბრეელ ემბოლოს, გუიდო ბურგშტალერისა და ფრანკო დი სანტოს სახით ახლა გელზენკირხენელთა ოთხივე ფორვარდი ტრავმირებულია და ოთხივე მეტ-ნაკლებად დიდხანს დაისვენებს. შესაბამისად, შალკეს ხელმძვანელები იძულებულები არიან, იანვარში წინა ხაზი ახალი თავდამსხმელით გააძლიერონ.

“ბილდის” ინფორმაციით, გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელებმა მიუნხენის ბაიერნს სანდრო ვაგნერის შეძენის სურვილით მიმართეს, მაგრამ გერმანული ტაბლოიდი წერს, რომ 31 წლის ცენტრფორვარდის შალკეში გადასვლის შანსი ძალიან მცირეა, რადგან ვაგნერს “ზებენერშტრასეზე” დარჩენა სურს.

მიუხედავად იმისა, რომ რეკორდმაისტერის მნთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ვაგნერს იშვიათად ენდობა, შალკეში კი სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ექნებოდა, ამ უკანასკნელს გელზენკირხენში მუდმივად თამაშს მიუნხენში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ურჩევნია.

კოვაჩმა ვაგნერი ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ გაამწესა. სანდროს ბაიერნთან კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული.

კომენტარები

ბოლო ამბები