Thumbnail

რონალდო მარიხუანას პაკეტებზე - მარსელის პოლიციის უცნაური აღმოჩენა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მარსელის პოლიციამ ნახევარი კილოგრამი მარიხუანა ამოიღო
  • ნარკოდილერი 33 წლის პორტუგალიელის იმიჯს იყენებდა
  • იმედია, იუვენტუსის თავდამსხმელი ამ საქმეში მაინც უდანაშაულოა 

საფრანგეთის ქალაქ მარსელის პოლიციამ ნახევარი კილოგრამი მარიხუანა ამოიღო, რომელიც პაკეტებში იყო დაფასოებული. ფაქტი გამორჩეული იმითაა, რომ პაკეტები ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს სურათებით იყო გაფორმებული.

სამართალდამცველებმა 517 გრამი მარიხუანა ერთ-ერთი დილერის ბინიდან ამოიღეს, სადაც ასევე აღმოჩნდა 50 გრამი კოკაიანი. პირი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებებს უკანონოდ ინახავდა, დაკავებულია და იანვარში სასამართლო ელოდება.

თავად 33 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი ამ საქმეში უბრალოა და მას კანონთან თავისი პრობლემებიც თავზე საყრელი აქვს: გადასახედების გადაუხდელობის გამო მადრიდის სასამართლოში უნდა წარდგეს, ამერიკელი კეტრინ მაიორგი კი წლებს წინ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

კრიშტიანო რონალდო ტურინის იუვენტუსის ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს, სადაც მადრიდის რეალიდან 112 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

პორტუგალიელი თავდამსხმელის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში დაპირისპირება მადრიდის ატლეტიკოსთან მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები