Thumbnail
  • თორნიკე შენგელია ტურის მეორე ნაკრებში მოხვდა
  • უილ თომასი ტურის სიმბოლურ ნაკრებშია
უილ თომასი საქართველოს მოქალაქეა

solobasket.com-მა ესპანეთის ჩემპიონატის (ACB ლიგა) მე-12 ტურის სიმბოლური ხუთეულები დაასახელა. 

პირველ ხუთეულში მოხვდნენ: ალექს რენფრო, გარეტ ნეველსი, ხავიერ ბეირანი, უილ ტომასი და ვლადიმირ ბროძიანსკი. 

სხვათა შორის ვალენსიას მძიმე ფორვარდი უილ თომასი საქართველოს მოქალაქეა. ის 2011-2012 წლებში თბილისის არმიაში თამაშობდა და პასპორტიც მაშინ მიიღო, თუმცა 32 წლის ფორვარდს საქართველოს ნაკრებში არასოდეს უთამაშია.

გამოცემამ ტურის მეორე ხუთეულიც დაასახელა, რომელშიც ბასკონიას მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია მოხვდა. 

შეგახსენებთ, რომ ბასკონია თად მაკფადენის (რომელიც ტრავმირებულია და ლაზარეთში 4-6 კვირას დაჰყოფს) ტენერიფესთან 63:70 წააგო. შენგელიამ 18 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. 

ტურის II ხუთეული

ტურის მეორე ხუთეულში მოხვდნენ: თომას ეურტელი, გაბრიელ ლუნდბერგი, კლემენ პრეპელიჩი, შენგელია და ონდრეი ბალვინი. 

კომენტარები

ბოლო ამბები