Thumbnail

ბარსა ყველაზე მაგარია, მადლობა ლივერპულს! კოუტინიოს პირველი დღე ნოუ კამპზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბარსელონამ ფილიპე კოუტინიო ოფიციალურად წარადგინა.
  • ბრაზილიელმა კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.
  • ჯერჯერობით უცნობია, რომელი ნომრით ითამაშებს ბარსას ახალწვეული.
  • კოუტინიო ტრავმირებულია და 3 კვირა ვერ ითამაშებს.

ბარსელონამ ფილიპე კოუტინიო ოფიციალურად წარადგინა. ლივერპულიდან 160 მილიონ ევროდ შეძენილმა ბრაზილიელმა შემტევმა ნახევარმცველმა კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა, რის შემდეგაც “ნოუ კამპზე” გულშემატკივრების წინაშე წარსდგა, ბურთი კარგად აკენწლა (დემბელესგან განსხვავებით), მერე კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, კოუტინიოს პრეზენტაციამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. “კამპ ნოუზე” მის სანახავად 7 436 მაყურებელი მივიდა. აღსანიშნავია, რომ ბარსას ქომაგები 25 წლის ახალწვეულს უშუალოდ საქმეში ჯერ ვერ ნახავენ -  კოუტინიო ტრავმირებულია და დაახლოებით 3 კვირა ვერ ითამაშებს.

ბარსა მსოფლიოში საუკეთესოა!

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ ოცნებობდა ბარსელონაში გადმოსვლაზე, კოუტინიომ ასე უპასუხა: “ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველაზე ადვილია - იმიტომ, რომ ეს ბარსაა! მსოფლიოში საუკეთესო და უძლიერეს გუნდში თამაშზე უკეთესი რა უნდა იყოს და როგორ შეიძლება, რომ ფეხბურთელი ამაზე არ ოცნებობდეს? ჩემთვის დიდი პატივია, რომ ლიონელ მესის თანაგუნდელი ვიქნები. მოკლედ, ოცნება ამისრულდა და იმედი მაქვს, “ბარსასთან” ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ.”

კოუტინიო ინიესტას და თავისი საყვარელი პოზიციის შესახებ

“ბედნიერი ვარ, რომ ანდრეს ინიესტას თანაგუნდელი ვიქნები. ჩემთვის ის გენიოსია. რაც შეეხება ჩემს საყვარელ პოზიციას: როგორც იცით, რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თამაში. მინდა, რომ ბარსასთვის ყველაფერი გავაკეთო და გუნდს ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო. ბარსელონაში თამაშზე დიდხანს ვოცნებობდი და უბედიერესი ვარ, რომ ეს ოცნება ამიხდა. დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია!”

მადლობა ლივერპულს

“ლივერპულის გულშემატკივრებს და ხელმძღვანელებს ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი. მართალია, “ენფილდზე” ვერცერთი დიდი ტიტული ვერ მოვიგე, მაგრამ ეს იყო გუნდი და ქალაქი, სადაც მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვიყავით. იმედი მაქვს, რომ ბარსელონაში აკლიმატიზაცია დიდხანს არ გამიგრძელდება. ბარსელონაში ჩამოსვლამდე არაერთხელ ვესაუბრე ჩემს ყოფილ თანაგუნდელ ლუის სუარესს და თანამემამულე პაულინიოს. მათ კარგის მეტი არაფერი უთქვამთ.”

კლოპი: ლივერპულის სულს და გულს ვერავინ იყიდის - აი, რა არის მთავარი!

ბარსას პრეზიდენტი: საამაყო ტრანსფერი გავჩარხეთ!

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ჟურნალისტებთან ბარსელონას პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმაც ისაუბრა. მისი თქმით, ბარსამ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გადაბირება შეძლო.

“დღეს ბარსელონას გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ამ ტრანსფერზე ძალიან დიდხანს ვმუშაობდით. კოუტინიოს გადაბირება სხვა გრანდებსაც სურდათ და მიხარია, რომ მან არჩევანი ბარსელონას სასარგებლოდ გააკეთა. მინდა, ლივერპულის ხელმძღვანელებს მადლობა გადავუხადო. ლივერპული ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. საბედნიეროდ, ყველაფერზე შევთანხმდით და კოუტინიო ბარსას ფეხბურთელი გახდა,” - განაცხადა ბარტომეუმ.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი ნომრით ითამაშებს კოუტინიო ბარსელონაში.

ლივერპულის მაისური გაქვთ და ზურგზე კოუტინიო აწერია? ყველაფერი დაკარგული არ არის!

 

კომენტარები

ბოლო ამბები