Thumbnail

ლუკა გოგინავას ლელო PRO D2-ში - ბრივმა მეტოქე გაანადგურა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართული ლელო PRO D2-ის მე-15 ტურში
  • ბრივი TOP 14-ში გადასასვლელად იბრძვის

PRO D2-ის მე-15 ტურში ოთარ გიორგაძის, ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა გოგინავას ბრივმა ბურგ ენ ბრესი 52:14 გაანადგურა. ლობჟანიძემ და გიორგაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს.

ოთარ გიორგაძე 51-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლობჟანიძემ მატჩი სრულად ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ლუკა გოგინავამ მინდორზე შემოსვლიდან 15 წუთში ლელო დადო. ბრივმა მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი 7-ჯერ დაამიწა და ბონუს ქულაც მოიპოვა. ქართველების გუნდი წინა სეზონში TOP 14-დან გავარდა და წელს დასაბრუნებლად იბრძვის.

ბრივს 43 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-4 ადგილს იკავებს. ქართველების გუნდი მომდევნო ტურში კოლომიეს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები