Thumbnail

'ჩემპიონთა ლიგის ფიასკოს სკუდეტო დაგვავიწყებს' - იკარდის ახალი მოტივაცია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ინტერისთვის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა მძიმე დარტყმა იყო
  • მაურო იკარდის სკუდეტოს მოგების იმედი აქვს

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, მილანის ინტერმა ევროპალიგაზე გადაინაცვლა, სადაც 1/16 ფინალში ვენის რაპიდს დაუპირისპირდება. თუმცა, გუნდის პრიორიტეტული მიზანი იტალიის ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობაა. ამის შესახებ გუნდის არგენტინელმა ფორვარდმა და ლიდერმა, მაურო იკარდიმ ისაუბრა.

“ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას ინტერი დიდ ხანს ელოდა და ჯგუფში ჩარჩენა დიდი დარტყმა იყო. ამიერიდან, ჩვენი პრიორიტეტული მიზანი იტალიის ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობაა. ჩემპიონთა ლიგაზე განცდილ წარუმატებლობას სკუდეტოს მოგება დაგვავიწყებს. გასაგებია, რომ იუვენტუსი წინა არის გაჭრილი, მაგრამ საკმარისია ზედიზედ რამდენიმე თამაში მოვიგოთ და ეს მიზანი უფრო რეალური გახდება." - განაცხადა მაურო იკარდიმ.

კომენტარები

ბოლო ამბები