Thumbnail

Intel-მა და ESL-მა ას მილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Intel-ის და ESL-ის საქმიანი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა
  • 2021 წლამდე გაფორმებული კონტრაქტით ორივე მხარე მოგებული რჩება

Intel და ESL (Electronic Sports League) უკვე წლებია თანამშრომლობენ, მაგრამ 2019 წლისთვის მხარეებმა ურთიერთობის გაგრძელება მასშტაბური ახალი კონტრაქტით გადაწყვიტეს. 

ასი მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება 2021 წლამდე გაგრძელდება. Intel ESL-ის ტურნირებს კომპიუტერებით და სერვერებით მოამარაგებს, თავად კი ახალ ტექნოლოგიებს გამოცდის. აგრეთვე, კომპიუტერული გიგანტი ESL-ს ახალი პროდუქციის გასაპიარებლად გამოიყენებს.

კონტრაქტი ახალი ტურნირს, Intel Extrem Masters China ჩატარებასაც ითვალისწინებს. ESL-ის ხელმძღვანელმა მარკ კოენმა CNBC-სთან განაცხადა, რომ ორი კომპანიის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა და ელექტრონულ სპორტში 'სხვა დიდი ბრენდებიც' ჩაერთვებიან. 

რა თქმა უნდა, წაგებაში არც Intel დარჩება. 'გეიმინგი' ძალიან პოპულარული ხდება და ამ პარტნიორობის შედეგად უფრო და უფრო მეტი ადამიანი შეიძენს Intel-ის პერსონალურ კომპიუტერებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები