Thumbnail

საბოლოო რეიტინგი - თუშიშვილი წლის ნომერ პირველი ძიუდოისტია!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 4 იაპონელი და 3 ქართველი TOP 10-ში
  • ქალთა შორის ქართველებს არსახარბიელო მდგომარეობა აქვთ
თუშიშვილის 7 202 ქულა წლის საუკეთესო შედეგია

გუანჯოუს მასტერსით დასრულდა ძიუდოს 2018 წლის სეზონი. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) წლის საბოლოო რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა. 

ვაჟთა შვიდი წონიდან ორში ქართველმა ძიუდოისტებმა დაასრულეს პირველ ადგილზე: 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა, 100+-ში კი - გურამ თუშიშვილმა. 

გურამ თუშიშვილმა საერთო ჩათვლაშიც მოიგო - ყველა წონით კატეგორიაში, ქულების მიხედვით - მან 7 202 ქულა დააგროვა და ყველას აჯობა. 

თუშიშვილმა საერთო ჩათვლაში ორ იაპონელს გაუსწრო - რიუჯუ ნაგაიამას (60 კგ) და ჰიფუმი აბეს (66). ხუთეულშია ვარლამ ლიპარტელიანიც, რომელმაც 6 558 ქულა დააგროვა

გურამ თუშიშვილს ფანტასტიკური წელი ჰქონდა - 20 სექტემბერს მან ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. სეზონი მან გუანჯოუში მასტერსის მოგებით დაასრულა. წლის განმავლობაში თუშიშვილმა 2 გრან პრი (თბილისის და ზაგრების) მოიგო. 

ათეულში კიდევ ერთი ქართველია, მე-10 ადგილზეა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) - 5 451 ქულა. ტოპ-10-ეულში 4 იაპონელი, 3 ქართველი, თითო ესპანელი (ნიკოლოზ შერაზადიშვილი), ირანელი და ჰოლანდიელია.

ლიპარტელიანი თავის წონაში პირველი, საერთოში კი მეხუთეა

ქალთა შორის მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) წონაში 98-ე ადგილზეა, ეთერ ლიპარტელიანი (57) 95-ე პოზიციაზეა, მარიამ ჭანტურია (70) წონაში 58-ე პოზიციაზეა, სოფიო სომხიშვილი (78+) 66-ეზეა, ამავე წონაში 79-ე პოზიციაზეა ელენე ქებაძე. 

TOP 10

1. გურამ თუშიშვილი (100+), საქართველო - 7 202

2. რიუჯუ ნაგაიამა (60), იაპონია - 6 970

3. ჰიფუმი აბე (66), იაპონია - 6 800

4. საეიდ მოლაეი (81), ირანი - 6 693

5. ვარლამ ლიპარტელიანი (100), საქართველო - 6 558

6. სოიჩი ჰაშიმოტო (73), იაპონია - 6 440

7. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (90), ესპანეთი - 5 819

8. მიხაელ კორელი (100), ჰოლანდია - 5 706

9. ნაოიშა ტაკატო (60), იაპონია - 5 700

10. ლაშა შავდათუაშვილი (73), საქართველო - 5 451

წონების მიხედვით

60 

1. რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია) - 6 970

3. ამირან პაპინაშვილი (საქართველო) - 5 018

15. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო) - 2 667

45. ჯაბა პაპინაშვილი (საქართველო) - 856

66

1. ჰიფუმი აბე (იაპონია) - 6 800

2. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) - 5 326

42. ბაგრატ ნინიაშვილი (საქართველო) - 1133

55. ლაშა გიუნაშვილი (საქართველო) - 878

73

1. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) - 6 440

2. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) - 5 451

76. ფრიდონ გიგანი (საქართველო) - 534

118. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო) - 301

81

1. საეიდ მოლაეი (ირანი) - 6 693

22. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო) - 2 099

33. თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო) - 1 561

42. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო) - 1 171

90 

1. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) - 5 819

7. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) - 3 877

13. უშანგი მარგიანი (საქართველო) - 3 165

44. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო) - 1 016

100

1. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო) - 6 558

2. 47. ონისე სანებლიძე (საქართველო) - 953

3. 50. ლაშა ტაველური (საქართველო) - 850

100+

1. გურამ თუშიშვილი (საქართველო) - 7 202

37. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო) - 1 228

43. ლევან მატიაშვილი (საქართველო) - 1 089

კომენტარები

ბოლო ამბები