Thumbnail

'ევროპალიგის ფინალში ჩელსისთან შეხვედრაზე ვოცნებობ' - ანჩელოტის ახალი მიზანი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კარლო ანჩელოტის თქმით, ერთი მარცხი მის გუნდს ვერაფერს დააკლებს
  • წინ ახალი მიზნები და ახალი გამოწვევებია 

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, ნაპოლი სერია A-ში კალიარის ესტუმრა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა მეტოქე. ერთადერთი და გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე არკადიუშ მილიკმა გაიტანა. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა იტალიურ მედიასთან გუნდის ბოლო შედეგები შეაფასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა…

“ლივერპულთან მარცხი და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა მძიმე დარტყმა იყო ჩვენთვის. თუმცა, ჩემმა ფეხბურთელებმა სწორი რეაგირება მოახდინეს და კალიარისთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. აშკარაა, რომ გუნდმა უკვე გადაიტანა ლიგიდან გამოვარდნით გამოწვეული იმედგაცრუება და შემართულია ახალი წარმატებების მისაღწევად. კლუბის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ ერთი მარცხი ვერაფერს დაგვაკლებს. ამიერიდან, ჩვენი მიზანი იტალიის ჩემპიონატში და ევროპალიგაში გამარჯვებაა. ვოცნებობ, რომ ევროპალიგის ფინალში ლონდონის ჩელსის შევხვდეთ, რომელსაც მაურიციო სარი წვრთნის, თუმცა იქამდე ჯერ უნდა მივიდეთ.” - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.  

ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში, ევროპალიგის 2018/19 წლების სეზონის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ნაპოლის მეტოქე შვეიცარიული ციურიხი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები