Thumbnail

ოქრიაშვილი უკლუბოდ დარჩა - კრასნოდარმა თორნიკესთან კონტრაქტი გაწყვიტა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნახევარმცველსა და რუსულ კლუბს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა
  • სად გააგრძელებს 26 წლის ქართველი ფეხბურთელი კარიერას, ჯერჯერობით უცბობია

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი კრასნოდარის ფეხბურთელი აღარა. რუსული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, კლუბსა და 26 წლის ქართველ ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

თორნიკე ოქრიაშვილს კრასნოდართან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებდა, მისი გაწყვეტის მიზეზი კი, როგორც ჩანს, ქართველი ფეხბურთელის ხშირი ტრავმიანობა გახდა, რის გამოც ის გუნდს მეტწილად ვერ ეხმარებოდა. 

თორნიკე კრასნოდარში 2016 წლის სექტემბრიდან გამოდიოდა. ამ ხნის განმავლობაში მან გუნდის 20 ოფიციალურ მატჩში ითამაშა და გაიტანა 3 გოლი. მის ანგარიშზე ასევე ერთი საგოლე პასია.

თორნიკეს საქართველოს ნაკრებში 30 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 9 გოლია.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კრასნოდარის მაისურით სამიდან ორი გოლი უმნიშვნელოვანეს მატჩში, ძალიან ეფექტურად გაიტანა და ორივე შემთხვევაში თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. თორნიკემ "მაკრატელა" რუსეთის პრემიერლიგაში ზენიტთან (2:1) შეასრულა, მეორე კი იგივე ევროპალიგაში სევლიასთან (2:1) შეასრულა.

თორნიკე ოქრიშვილის სუპერგოლი სევილიას კარში

კრასნოდარმა ქართველ ფეხბურთელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და კარიერაში წარმატებები უსურვა.

თორნიკე ოქრიაშვილი რუსთავის ოლიმპის აღზრდილია, პროფესიული კარიერა კი გაგრაში დაიწყო, საიდანაც დონეცკის შახტარში გადავიდა. ნახევარმცველი უკრაინაში ილიჩევეცსა და ჩერნომორეცში გამოდიოდა, შემდეგ კი ბელგიურ გენკში, ასევე თურქულ ესქიშეჰირსფორში თამაშობდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები