Thumbnail
  • Tuttosport-მა ევროპის წლის საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელი გამოავლინა
  • აიაქსის 19 წლის მცველით მატეის დე ლიხტით ბარსა და იუვე ინტერესდებიან  
  • დე ლიხტმა ალექსანდრ-არნოლდს, კუტრონეს, კლუივერტსა და ვინისიუსს აჯობა

ამსტერდამის აიაქსის მცველი მატეის დე ლიხტი Golden Boy-ს ჯილდოს მფლობელი, გახდა რომელსაც იტალიური გაზეთი Tuttosport ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელს ყოველწლიურად აკუთვნებს. 

დე ლიხტის გარდა, ჯილდოს პრეტენდენტები იყვნენ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული), ჯასტინ კლუივერტი (რომა), პატრიკ კუტრონე (მილანი) და ვინისიუს ჟუნიორი (რეალი). Tuttosport-ის გამოკითხვაში გულშემატკივრები და ევროპის 35 წამყვანი გამოცემის ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.  

კარგა ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ აიაქსის 19 წლის კაპიტნის გადაბირება ერთბაშად რამდენიმე ევროპულ კლუბს, მათ შორის ბარსელონასა და იუვენტუსს სურთ. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ერედივიზიეს 15 მატჩში ითამაშა და 2 გატანილი გოლით გამოირჩა. მატეის დე ლიხტს ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული.

პრემია Golden Boy-ს 2003 წლიდან ანიჭებენ. მისი პირველი მფლობელი კი რაფაელ ვან დერ ვარტი გახდა. სხვადასხვა დროს ჯილდო მიღებული აქვთ უეინ რუნის, ლიონელ მესის, სესკ ფაბრეგასს, მარიო ბალოტელის, მარიო გიოტცეს, სერხიო აგუეროსა და პოლ პოგბას. 2017 წელს ჯილდოს მფლობელი პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი კილიან მბაპე გახდა, რომელიც გასულ ზაფხულს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მატეის დე ლიხტს ამსტერდამის აიაქსთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. transfermarkt ცენტრალურ მცველს 50 მილიონ ევროდ აფასებს.

Golden Boy 2018-ის ასეულში იყო, მაგრამ 40-ეულში ვერ მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და პორტუგალიური ნასიონალის შემტევი გიორგი არაბიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები