Thumbnail

შერმადინის ეფექტური ჩატენვა ბარსელონასთან - უნიკახამ ლიდერს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შერმადინის უნიკახამ ლიდერ ბარსელონას მოუგო
  • ქართველმა კალათბურთელმა მატჩი ეფექტური ორქულიანით დაასრულა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურში, გიორგი შერმადინის უნიკახამ ჩემპიონატის ლიდერ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, 78:73 მოუგო. ბარსელონამ მიმდინარე სეზონში მეორედ წააგო, მაგრამ 20 ქულით პირველი ადგილი შეინარჩუნა. უნიკახამ 18 ქულა დააგროვა. ისინი მეორე ადგილს რეალთან და ბასკონიასთან ერთად იყოფენ.

შერმადინმა 17:39-წუთში 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 4 მოხსნაც მიუმატა. გიორგიმ მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ბურთი ეფექტურად ჩატენა ბარსელონას კალათში და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 78:73 დააფიქსირა.

უნიკახას მომდევნო მეტოქე ბასკონია იქნება. გიორგი შერმადინისა და თორნიკე შენგელიას გუნდები ერთმანეთს 23 დეკემბერს შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები