Thumbnail

ბარსელონას რევანში ლევანტესთან! მესის ბენეფისი ვალენსიაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კატალონიურმა გუნდმა წინა სეზონში განცდილი მარცხის გამო შური იძია
  • მესის საოცარი თამაშია - 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა
  • ბარსელონა ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერია

ბარსელონამ ლა ლიგის მე-16 ტურში 'სიუდად დე ვალენსიაზე' შოუ დადგა. ლიონელ მესიმ მასპინძელ ლევანტეს სამი გოლი გაუტანა. არგენტინელმა ორჯერ საგოლე გადაცემაც შეასრულა და ბარსელონას 5:0 მოაგებინა. მესიმ ჯერ სუარესს გაატანინა, ხოლო ბოლო გოლი პიკემ ისევ არგენტინელის გადაცემით გაიტანა. კატალონიურმა გუნდმა, ლევანტესთან წინა სეზონში განცდილი მარცხის გამო (5:4 ), შური იძია.

ერნესტო ვალვერდეს გუნდი უპირატესობას მთელი მატჩის განამავლობაში ფლობდა და შეხვედრაც დამსახურებულად მოიგო. ბარსელონამ ამ მოგებით 34 ქულა დააგროვა და ლა ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს. კატალონიელებს მომდევნო მატჩი ვიგოს სელტასთან ელით.

ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში ორმაგი დუბლი შეასრულა - 14 გოლი, 10 საგოლე გადაცემა.

ლიონელ მესიმ ყველა ტურნირზე 50-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა (არგენტინისა და ბარსელონას ნაკრების მაისურით ერთად).

მესის მიმდინარე სეზონში 24 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებულია, რაც ევროპის ტოპ ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია.

ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი - პიკე, ლენგლე, ვერმაელენი - დემბელე, რაკიტიჩი, ბუსკეცი, ვიდალი, ალბა - მესი, სუარესი 

მატჩის მიმოხილვა

ლევანტე 0:5 ბარსელონა - მესი, მესი, მესი

ლევანტე 0:5 ბარსელონა - მესი, მესი, მესი

Posted by Silk Sport on კვირა, 16 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები