Thumbnail

მამუკელაშვილის გამარჯვება, თასი და 1 მოხსნა ორმაგ დუბლამდე 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სეტონ ჰოლი 72:66 რატჯერსი
  • მამუკელაშვილი: 15 ქულა, 9 მოხსნა

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა პრინციპულ მეტოქეს, რატჯერსს 72:66 მოუგო და 1916 წლიდან დაწესებული გარდამავალი თასიც ჩაიბარა. 

ქართველმა ფორვარდმა კარგად ითამაშა, ის სასტარტო ხუთეულში იყო, 32 წუთში კი 15 ქულა, 9 მოხსნა და თითო პასი და დაფარება მიითვალა. როგორც ხედავთ, სეტონ ჰოლის ქართველ ლეგიონერს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. 

ამ თამაშში მან სამქულიანიც კი ჩააგდო

ქართველზე უკეთ მხოლოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაუელმა ითამაშა. ათი თამაშის შემდეგ სეტონ ჰოლს 7 მოგება და 3 მარცხი აქვს. ბიგ ისთის კონფერენციაში ის მე-8 ადგილზეა. მამუკელაშვილი და კომპანია 20 დეკემბერს პიონერსს დაუპირისპირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები