Thumbnail

ნოკაუტით მოგებული ბრძოლა! რომან დოლიძემ ქამარი დაიცვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რომან დოლიძის წაუგებელი სერია გრძელდება
  • ქართველმა მებრძოლმა კიევში პოლონელ მეტოქეს მოუგო და ქამარი შეინარჩუნა

ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ კიევის სპორტის სასახლეში WWFC13-ის (World Warriors Fighting Championship) ეგიდით ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირზე მორიგი ბრძოლა გამართა და გამარჯვება იზეიმა.

დოლიძესთან ბრძოლამდე, გამოცდილ მებრძოლს, პოლონელ მიხალ პასტერნაკს 16-დან 13 ბრძოლა ჰქონდა მოგებული და 3 წაგებული. რაც შეეხება დოლიძეს, მას 5-დან 5 ბრძოლა მოგებული ჰქონდა და ასპარეზობა წარმატებით გააგრძელა. რომანს გამარჯვების მოსაპოვებლად სამი რაუნდი დასჭირდა.

რომან დოლიძის ინტერვიუ - ‘ყველგან და ყოველთვის, საქართველოს სახელით!’

პასტერნაკმა ორი ხუთწუთიან რაუნდს გაუძლო, მესამე რაუნდში კი დამარცხდა. რომან დოლიძემ მესამე რაუნდი ნოკაუტით დაასრულა. მან მესამე რაუნდის მესამე წუთზე მეტოქეს აქტიურად შეუტია და პოლონელი ძლიერი დარტმის შემდეგ პარტერში გადაიყვანა, სადაც მეტოქეს კიდევ 4-ჯერ დაარტყა, რის შემდეგაც მსაჯმა დოლიძე შეაჩერა და ქართველმა კარიერის მე-6 ბრძოლა ნოკაუტით მოიგო და ქამარიც შეინარჩუნა.

გავიმარჯვე ნოკაუტით მესამე რაუნდში. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის. ხვალ ვრცლად დავწერ.🇬🇪🇬🇪🇬🇪

Posted by Roman Dolidze on შაბათი, 15 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები