Thumbnail

LoL | Riot-მა NA LCS-ის რებრენდინგი განახორციელა

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი

NA LCS-მა, რომელიც უმაღლესი დონის ტურნირია, რომელსაც Riot Gaming ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებს, რებრენდინგი განიცადა. სიახლე ყველამ კომპანიის 'ტვიტიდან' შეიტყო. ვიდეოში ტურნირის ახალი ლოგო, სახელი და დაბრუნების თარიღი - 2019 წლის 26 იანვარია ნაჩვენები.

NA LCS-მა სტარტი თამაშის მესამე სეზონიდან აიღო, როდესაც Riot-მა ჩრდილოეთ ამერიკაში პროფესიონალური სცენა შექმნა. მაშინ მაყურებელმა რვა გუნდი იხილა. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ წლევანდელი ცვლილება არაფერია 2018 წლის ცვლილებებთან შედარებით, როდესაც ე.წ. 'ფრანჩაიზინგი' დაიწყო და გუნდებმა LCS-ის მუდმივი პარტნიორების სტატუსი მიიღეს. ამ ცვლილების შემდეგ, ​სპონსორებისგან, მედიიდან და ბრენდირებული პროდუქციიდან მიღებულ შემოსავალს ათივე გუნდი ინაწილებს და არც ერთ მათგანს არ ემუქრება დაქვეითება.

ნოემბერში LoL-ის ევროპულ ჩემპიონატსაც გადაერქვა სახელი - ის EU LCS-ის ნაცვლად LEC-ად (Legends European Championship) იქცა და ​'ფრანჩიზების' სისტემა ამ ტურნირზეც დაინერგა.

ასე რომ, მომავალი სეზონიდან NA LCS-ს მომავალი სეზონიდან League Championship Series ერქმევა.

კომენტარები

ბოლო ამბები