Thumbnail
  • მონპელიე 34:13 ტულონი
  • ორი ქართული ლელო ჩემპიონთა თასის მე-4 ტურში

ჩემპიონთა თასის მე-4 ტურის შეხვედრაში, მიხელ ნარიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის მონპელიემ მამუკა გორგოძის ტულონს უმასპინძლა და 21 ქულით, 34:13 დაამარცხა.

მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. ამ უმაღლესი დონის მატჩში ორი ქართული ლელო დაიდო. ორივე მორაგბემ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიტანა ლელო.

მამუკა გორგოძემ მონპელიე 55-ე წუთზე დაალელოვა. ქართველი მორაგბე ამ კლუბის ღირსებას 9 წლის განმავლობაში, 2005 წლიდან 2014 წლამდე იცავდა.

მამუკა გორგოძის ლელო მონპელიეს ჩათვლის მოედანში

მამუკა გორგოძის ლელო მონპელიეს ჩათვლის მოედანში

Posted by GeoRugby on კვირა, 16 დეკემბერი, 2018

მატჩის ბოლო ქულები ლევან ჩილაჩავას ანგარიშზეა, რომელმაც 78-ე წუთზე ლელოთი გამოიჩინა თავი და მატჩის საბოლოო ანგარიში, 34:13 დააფიქსირა. ჩილაჩავა ტულონის ღირსებას 7 წელი, 2011 წლიდან 2018 წლამდე იცავდა და მონპელიეში ზაფხულში გადავიდა.

ლევან ჩილაჩავას ლელო ტულონის ჩათვლის მოედანში

ლევან ჩილაჩავას ლელო ტულონის ჩათვლის მოედანში

Posted by GeoRugby on კვირა, 16 დეკემბერი, 2018

მონპელიეს 11 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. ტულონი 6 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა. მონპელიე მომდევნო ტურში ნიუკასლ ფალკონსს უმასპინძლებს, ხოლო ტულონი ედინბურგს მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები