Thumbnail

არსენალის 22 მატჩიანი წაუგებელი სერია საუთჰემპტონში დასრულდა!

  • საუთჰემპტონი 3:2 არსენალი
  • 1:0 - ინგსი (20), 1:1 - მხითარიანი (28), 2:1 - მხითარიანი (44), 2:2 - მხითარიანი (44), 3:2 - ოსტინი(85)

5 დეკემბერს, საუთჰემპტონმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე გამოცდილი - რალფ ჰაზენჰიუტლი წარადგინა. მოკლე დროში ავსტრილმა იმდენი მოახერხა, რომ სოტონმა საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი არსენალი დაამარცხა.

არსენალის წაუგებელი 22 მატჩიანი სერია სამხრეთში, სენტ მერიზე დასრულდა. ლონდონელებს დუბლი ლივერპულის ყოფილმა შემტევმა - დენი ინგსმა გაუტანა, ხოლო მესამე გოლიც ინგლისელის - ჩარლი ოსტინის ანგარიშზეა.

საგულისხმოა, რომ ჩარლი ოსტინს არსენალთან ჩატარებულ 5 მატჩში, 5 გოლი აქვს გატანილი. მხოლოდ რაჰიმ სტერლინგს აქვს ერთი გუნდის წინააღმდეგ უკეთსი შედეგი - 6/6 ბორნმუთთან მატჩებში. არსენალიდან დუბლი ჰენრიხ მხითარიანმა გაიტანა, რაც სომხეთის ნაკრების კაპიტანს 2015 წლის შემდეგ არ გაუკეთებია (დორტმუნდის ბორუსია - ბორუსია მიონხენგლადბახი).

არსენალმა პირველი ტაიმი ვერც ამჯერად მოიგო, ლონდონელები მატჩის პირველ ნახევარს საშინლად თამაშობენ - 12 ფრე, 5 წაგება. შემდეგ შეხვედრას უნაი ემერის გუნდი სახლში - შონ ვან დაიკის ბარნლისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები