Thumbnail
  • პირველი წრის 55 გამარჯვებულიდან 38 გერმანიის ჩემპიონი გახდა
  • დორტმუნდის ბორუსია ბაიერნის სერიას ემუქრება

დორტმუნდის ბორუსიამ ბუნდესლიგის პირველი წრის მოგება ორი ტურით ადრე, მე-15 ტურში გაინაღდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლუსიენ ფავრის გუნდმა არაოფიციალური ტიტულიც დაიმსახურა - “შემოდგომის ჩემპიონობა”, როგორც გერმანიაში ბუნდესლიგის პირველ წრეში ტრიუმფს უწოდებენ.

დორტმუნდი (39 ქულა) უახლოეს მდევარ გლადბახს 9 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს 2 ტურში მიონხენგლადბახური კლუბისთის დორტმუნდული სეხნია მიუწვდომელია. 30 ქულა აქვს მიუნხენის ბაიერნსაც.

პაკო ალკასერი დორტმუნდელთა უმთავრესი გმირია

აღსანიშნავია, რომ BVB მეოთხედ გახდა ბუნდესლიგის პირველი წრის გამარჯვებული. აქედან, სამ შემთხვევაში, დორტმუნდელებმა გერმანიის საბოლოო ჩემპიონობაც იზეიმეს - ეს 1994/95, 1995/96 და 2010/2011 წლების სეზონებში მოხდა. 

საერთო ჯამში, ბუნდესლიგის 55 ‘შემოდგომის ჩემპიონიდან’ 38 გახდა გერმანიის ჩემპიონი - 69 პროცენტი!

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ბუნდესლიგას?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • ჰოფენჰაიმი
  • გლადბახი
  • შტუტგარტი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები