Thumbnail
  • ვიტ ჯორჯიასთან შეხვედრაში სამტრედია მეშვიდე წუთზე კაცნაკლული დარჩა
  • შოთა კერძევაძის უხეშობას მოედანზე შეხლა-შემოხლა მოჰყვა

ეროვნული ლიგის პლეი ოფში ვიტ ჯორჯიამ საკუთარ მოედანზე სამტრედიას 4:0 მოუგო და ელიტარული ლიგის საგზური მოიპოვა. შეხვედრის მე-7 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც სამტრედია კაცნაკლული დარჩა. იმერული გუნდის ფეხბურთელმა შოთა კერძევაძემ მეტოქის, ნიკოლოზ მაისურაძის წინააღმდეგ იუხეშა.

ეპიზოდს ფეხბურთელთა შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა და მოედანზე გულშემატკივრებიც შევარდნენ. საბოლოოდ, ინციდენტი განიმუხტა და თამაში განახლდა.  

სასტიკი უხეშობა საქართველოს ჩემპიონატში

სასტიკი უხეშობა საქართველოს ჩემპიონატში

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 16 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები