Thumbnail
  • ფლორენტინო პერესს ეს ციფრები არ მოეწონება
  • რონალდოს წასვლის შემდეგ "ბერნაბეუზე" დასწრების პრობლემაა

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, კრიშტიანო რონალდოს გაყიდვის შემდეგ კრიზისი დაეწყო, ახლა კი სხვა პრობლემაც აქვს. “სამეფო გუნდის” საშინაო მატჩებზე სულ უფრო და უფრო ცოტა მაყურებელი დადის!

ზაფხულის შემდეგ “სანტიაგო ბერნაბეუზე” დასწრება დრამატულადაა შემცირებული. მაგალითად, რაიო ვალეკანოსთან შეხვედრას, რომელიც რეალმა 1:0 მოიგო, მხოლოდ 55 229 მაყურებელი დაესწრო. შეგახსენებთ, რომ “ბერნაბეუ” 81 044 მაყურებელს იტევს.

რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს: 

► ლა ლიგაში რეალის საშინაო თამაშებზე დასწრება საშუალოდ ერთ მატჩში 5 509 მაყურებლით შემცირდა.

► ჩემპიონთა ლიგაში ‘ბერნაბეუზე’ მაყურებლების რაოდენობამ კი სულაც საშუალოდ ერთ მატჩში 11 000-ით იკლო.

► მოსკოვის ცსკა-სთან თამაშს მხოლოდ 51 636 მაყურებელი დაესწრო.

► ამ სეზონში რეალის არცერთ საშინაო მატჩზე არ გაიყიდა ყველა ბილეთი.

► ‘ბერნაბეუზე’ ყველაზე მეტი მაყურებელი ატლეტიკოსთან დერბის ჰყავდა - 78 672.

► 12 მატჩიდან ათს 60 000-ზე ნაკლები ფანი დაესწრო.

ფაქტია, რომ რეალს სერიოზული პრობლემა აქვს. მაყურებლების კლება ალბათ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსაც ანერვიულებს...

კომენტარები

ბოლო ამბები