Thumbnail

'რთულია იმ აზრების გადმოცემა, რაც ჩემს თავში ტრიალებს' - რას აპირებს მანუჩარი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მანუჩარ მარკოიშვილი ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო კურსს გადის
  • ქართველი კალათბურთელი POPSPORT.COM-ს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ესაუბრა

მანუჩარ მარკოიშვილი წლების განმავლობაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ახლა 32 წლისაა და ისევე, როგორც არაერთხელ კარიერის განმავლობაში, ამჯერადაც სარეაბილიტაციო კურსს გადის და ტრავმისგან გამოჯანმრთელების პოროცესშია. თუმცა, ეს პროცესი დაგეგმილზე უფრო ხანგრძლივი და არაპროგნოზირებადი გამოდგა. წესით, მარკოიშვილს ორი თვის წინ უნდა დაეწყო ვარჯიში, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, მას ძვალზე ანთებითი პროცესი აქვს და როდის შეძლებს ვარჯიშის განახლებას, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.

მარკოიშვილმა POPSPORT.COM-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ კარიერის დასრულებაზე სერიოზულად ფიქრობს.

“ძალიან რთულია იმ აზრების სწორად გადმოცემა, რაც ჩემ თავში ტრიალებს. შარშანდელი სეზონის შემდეგ, ოპერაციაც გავიკეთე მუხლზე და ვიმკურნალე კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე პარკეტზე დაბრუნება. ორი თვის წინ უნდა დამეწყო ვარჯიში, მაგრამ გამირთულდა ტრავმა და ძალიან გაურკვეველ ვითარებაში ვარ. ალბათ კარიერის დასრულება მომიწევს.” - განაცხადა მანუჩარმა.

მარკოიშვილთან ვრცელ ინტერვიუს 'პოპსპორტი' ორშაბათს შემოგთავაზებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები