Thumbnail

დრამა შტუტგარტის გამარჯვების შემდეგ - კაპიტნის მამა ტრიბუნაზე გარდაიცვალა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტრაგედია შტუტგარტისა და ჰერტას მატჩის დასრულების შემდეგ ტრიბუნაზე
  • სტადიონის VIP-ზონაში გუნდის კაპიტნის, კრისტიან გენტნერის მამა გარდაიცვალა

შაბათს, შტუტგარტმა ჰერტა 2:1 დაამარცხა, მაგრამ მატჩის შემდეგ შვაბების გამარჯვება თითქმის აღარავის ახსოვდა. მიზეზი: საფინალო სასტვენიდან ცოტა ხანში, “მერსედეს-ბენც-არენას” ტრიბუნაზე შტუტგარტის კაპიტნის, კრისტიან გენტნერის მამა გარდაიცვალა!

შტუტგარტის კაპიტანი კრისტიან გენტნერი

“შტუტგარტი ჰერბერტ გენტნერს გლოვობს! ჩვენი გუნდის კაპიტნის მამა მატჩის დასრულების შემდეგ, სტადიონზე გარდაიცვალა. კლუბი სამძიმარს უცხადებს გენტნერების ოჯახს,” - ნათქვამია კლუბის განცხადებაში, რომლითაც VFB-მ მომხდარი ოფიციალურად დაადასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კრისტიან გენტნერი Sky-ს რეპორტიორს ინტერვიუს აძლევდა და გახარებული, მარიო გომესის დუბლზე და ჰერტასთან შემოტრიალებულ თამაშზე ლაპარაკოვდა, რის შემდეგაც გასახდელში შევიდა და თანაგუნდელებთან ერთად ზეიმობდა. ცოტა ხანში, შტუტგარტის გასახდელში კრისტიანის ძმა, თომას გენტნერი შევიდა და მომხდარის შესახებ შეატყობინა.

ჰერბერტ გენტნერთან ერთად, სტადიონის VIP-ზონაში მისი მეუღლე, დედა და შვილიშვილები იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ჰერბერტის სამივე შვილმა ითამაშა ფეხბურთი, მაგრამ მხოლოდ კრისტიანმა მოახერხა ბუნდესლიგაში მოხვედრა (ვოლფსბურგი და შტუტგარტი). უფროსი ძმა მიხაელი შტუტგარტის ბავშვთა გუნდების ხელმძღვანელია, თომასი კი საფეხბურთ აგენტი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები