Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსმა შარლოტ ჰორნეტსი 128:100 დაამარცხა
  • ლებრონ ჯეიმსისა და ლონზო ბოლის ისტორიული მიღწევა

NBA-ს წინა სეზონში Rookie ლონზო ბოლი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა. მაშინ ლონზომ ლებრონ ჯეიმსის რეკორდი დაამხო და თუ გახსოვთ, ამ უკანასკნელმა დიდსულოვნად მიულოცა - რეკორდები იმისთვისაა, რომ ადრე თუ გვიან, უნდა დაემხოსო.

ახლა ისინი უკვე ერთად თამაშობენ ლეიკერსში და ერთად დაწერეს ისტორია: შეხვედრაში, რომელიც ლეიკერსმა შარლოტს 128:100 მოუგო, ლონზო ბოლმა და ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლები შეასრულეს. ლებრონს 24 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასი ჰქონდა, ლონზოს კი - 16 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი.

ეს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული ამბავია, რადგან:

► ეს არის პირველი შემთხვევა 2007 წლის შემდეგ, როდესაც ერთი გუნდის ორი კალათბურთელი ერთ შეხვედრაში სამმაგ დუბლს აკეთებს.

► 2007 წელს ასეთი რამ ჯეისონ კიდმა და ვინს კარტერმა მოახერხეს (ნიუ ჯერსი).

► NBA-ს დიდ ისტორიაში ასეთი რამ სულ მხოლოდ 6-ჯერ მოხდა.

► ლეიკერსში ეს ადრე ისეთმა ლეგენდებმა მოახერხეს, როგორებიც მეჯიქ ჯონსონი და ქარიმ აბდულ-ჯაბარი იყვნენ (1982).

“როცა შეგიძლია, რომ შენი სახელი ლეიკერსის ისტორიაში უკვავდყო, ეს ყოველთვის ძალიან განსაკუთრებული ამბავია. ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი!” - განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა მატჩის შემდეგ.

“მას მერე, რაც ის ჩვენთან თამაშბს, ოცნება ამიხდა. მთელი ცხოვრება მას ვუყურებდი და ბავშვობაში სწორედ ის იყო ჩემთვის მისაბაძი მაგალითი,” - ეს ლონზო ბოლის სიტყვებია, რომელმაც (ალბათ უკვე მიხვდით, მაგრამ მაინც), რა თქმა უნდა, ლებრონი იგულისხმა.

ისტორიული ორმაგ-სამმაგი დუბლის გარდა, ლეიკერსში შარლოტის დამარცხებაც იზეიმეს. ლებრონისა და ლონზოს გუნდი, 18 მოგებითა და 11 მარცხით, დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები