Thumbnail
  • ბექა ღვინიაშვილმა გუანჯოუს მასტერსზე პირველივე ბრძოლა წააგო
  • ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა და ლხაგვასურენს შეხვდება
  • გურამ თუშიშვილმა იაპონელ კოკორო კაგეურას მოუგო და ფინალში რაფაელ სილვას ელის

გუანჯოუს მასტერსის მეორე დღეს ორმა ქართველმა ფინალში გასვლა შეძლო, ხოლო ერთი ძიუდოისტი პირველივე ბრძოლაში დამარცხდა. ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდთან ორ წუთსა და 8 წამში იპონით დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა. ამ წონით კატეგორიაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი ფინალშია და უნგრელ კრისტიან ტოთს შეხვდება.

ბექა ღვინიაშვილი გუანჯოს მასტერსს პირველივე ბრძოლაში გამოეთიშა

ბექა ღვინიაშვილი გუანჯოს მასტერსს პირველივე ბრძოლაში გამოეთიშა

Posted by Silk Sport on შაბათი, 15 დეკემბერი, 2018

ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) ფინალის საგზური მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა. ლიპარტელიანმა პირველ ბრძოლაში რუს ნიაზ ბილალოვს ვაზარით აჯობა.

ვარლამ ლიპარტელიანმა რუს ნიაზ ბილალოვს ვაზარით აჯობა

ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ ბრძოლაში რუს ნიაზ ბილალოვს ვაზარით აჯობა

Posted by Silk Sport on შაბათი, 15 დეკემბერი, 2018

მეორე დაპირისიპირებაში მას ბენჟამინ ფლეტჩერი შეხვდა, რომელსაც წუთსა და 50 წამში იპონით მოუგო და ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ებრაელ პეტერ პალჩიკს ორი ვაზარით სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასრუენს შეხვდება.

გურამ თუშიშვილმა ფინალამდე ორი ბრძოლა იპონით, ხოლო ერთი დაპირისპირებაში გაფრთხილებების ხარჯზე იმარჯვა. თუშიშვილის პირველი მეტოქე მძიმე წონაში ყირგიზი იური კრაკოვეცკი იყო, რომელიც 2 წუთსა და 13 წამში იპონით დაამარცხა.

გურამ თუშიშვილის იპონი ყირგიზ იური კრაკოვეცკისთან

გურამ თუშიშვილის იპონი ყირგიზ იური კრაკოვეცკისთან

Posted by Silk Sport on შაბათი, 15 დეკემბერი, 2018

ასევე იპონით წუთსა და 55 წამში მოუგო ავსტრიელ სტეფან ჰეგის. ნახევარფინალში კი იაპონელი კოკორო კაგეურა გაფრთხილებების ხარჯზე დაამარცხა და ფინალში ბრაზილიელ რაფაელ სილვას შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები