Thumbnail

გიორგი ბერიძემ ჰონვედს გაუტანა - მე- 4 გოლი პირველ სეზონში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველმა ფეხბურთელმა პირველ სეზონში მეოთხედ გაიტანა
  • უიპეშტს ბერიძემ 4 ქულა პირადად მოუტანა

უნგრეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში, გიორგი ბერიძის უიპეშტი ჰონვედს ესტუმრა და ფრედ 2:2 ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა სეზონში მე-4 გოლის გატანა მოახერხა. ბერიძემ გოლი მატჩის 46-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი ჰონვედი 38-ე წუთიდან ათი კაცით იყო დარჩენილი და უიპეშტმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანა, მათ გათანაბრება მაინც შეძლეს. 88-ე წუთზე ტიშლერმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

ჰონვედს 29 ქულა აქვს და ბერიძის გუნდს ერთი ქულითა და ადგილით უსწრებს. გიორგი ბერიძის უიპეშტი 28 ქულით მე-5 ადგილზეა და მომდევნო ტურში, რომელიც 2019 წლის 2 თებერვალს გაიმართება დებრენცენს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები