Thumbnail

ტოჩინოშინმა კუნძულ ოკინავაზე ერთდღიანი ტურნირი მოიგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის მორიგი წარმატება
  • ქართველმა 8-დან 8 მოიგო

იაპონიაში 22 დეკემბრამდე გრძელდება ზამთრის ჯუნგიო (ტურნე), როცა პროფესიონალი სუმოისტები სხვადასხვა ქალაქში აწყობენ საჩვენებელ ვარჯიშებსა და ბრძოლებს. მე-13 დღის ჯუნგიო კუნძულ ოკინავაზე შედგა, სადაც ერთდღიანი ტურნირი გაიმართა, რომელიც ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მოიგო. 

იოკოძუნებიდან და ოძეკებიდან მხოლოდ ტოჩინოშინი იღებდა ტურნირში მონაწილეობას. მან 8-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო. სხვებთან ერთად ასანოიამა და კაგაიაკი დაამარცხა. 

25 დეკემბერს სუმოს ახალი რეიტინგი გამოცხადდება, ხოლო მომდევნო ბაშო ტოკიოში 13 იანვარს აიღებს სტარტს.

კომენტარები

ბოლო ამბები