Thumbnail
  • ტორინო 0:1 იუვენტუსი
  • რონალდო ბომბარდირთა დავაში პიატეკს დაეწია

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში მთავარი შეხვედრა ტურინში გაიმართა, სადაც "სტადიო ოლიმპიკოზე" ქალაქის დერბი შედგა, რომელიც ლიდერმა იუვენტუსმა ბრძოლაში მოიგო - 1:0.

ტორინო 0:1 იუვენტუსი

გოლი: რონალდო (70)

70-ე წუთზე მარიო მანჯუკიჩის წაქცევისთვის ტორინოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კრიშტიანო რონალდომ გოლად აქცია. ეს პორტუგალიელის პირველი გოლია ტურინულ დერბიში. რონალდო ბომბარდირთა დავაში კვლავ დაეწია ლიდერ კშიშტოფ პიატეკს (ჯენოა) - 11-11 გოლი. ეს გოლი "ბებერი ქალბატონისთვის" მე-5000-ე იყო იტალიის ჩემპიონატში. 

იუვენტუსს 16 ტურიდან 46 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ ნაპოლის 11 ქულით უსწრებს. ტორინო 22 ქულით მე-6 ადგილზეა. 

სხვა მატჩები

ინტერი 1:0 უდინეზე

კომენტარები

ბოლო ამბები