Thumbnail
  • რეალი 1:0 რაიო ვალეკანო
  • გამარჯვების გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა. 

ესპანეთში ლა ლიგის მე-16 ტურის მატჩები გაიმართა. კვირას ტურის ცენტრალური შეხვედრა ვალენსიაში შედგება, სადაც ლევანტე ლიდერ ბარსელონას მასპინძლობს. მანამდე კი რეალმა მცირე მადრიდულ დერბიში ძლივს მოუგო რაიო ვალეკანოს

რეალი 1:0 რაიო ვალეკანო

გოლი: 1:0 ბენზემა (13)

ქარიმ ბენზემამ ლუკას ვასკესის კარგი პასით ისარგებლა და მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა. რეალს მომენტები კიდევ ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვეღარ შეძლო. 

ის კი არა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი 55 ათასი ადამიანი ალექს ალეგრიამ კინაღამ დაამწუხრა, რომ არა ტიბო კურტუას "სეივი" - ეს მატჩის 92-ე წუთზე მოხდა.

► რეალმა ლა ლიგაში კარი მშრალად ზედიზედ სამ ტურში 2015 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად შეინახა. 

► რეალმა ლა ლიგის 16 ტურში 24 გოლი გაიტანა, რაც მისთვის 1993 წლის შემდეგ ყველაზე უარესი შედეგია. 

► მარკოს ლორენტე რეალის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ტაიმში ყველა პასი ზუსტი გააკეთა - 37. 

სხვა მატჩები

ანტუან გრიზმანის დუბლის წყალობით, ატლეტიკომ სტუმრად ვალიადოლიდს მოუგო - 3:2

სელტა 0:0 ლეგანესი

ვალიადოლიდი 2:3 ატლეტიკო

ხეტაფე 1:0 რეალ სოსიედადი

კომენტარები

ბოლო ამბები