Thumbnail

გრიზმანის მე-300 მატჩი ლა ლიგაში - ატლეტიკომ ფრანგის დუბლით მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვალიადოლიდი 2:3 ატლეტიკო
  • 'როხიბლანკო' ლა ლიგას ბარსელონასთან ერთად ლიდერობს
  • გრიზმანის საიუბილეო მატჩი და დუბლი ვალიადოლიდთან

ლა ლიგის მე-16 ტურში ვალიადოლიდმა ატლეტიკოს უმასპინძლა და 3:2 დამარცხდა. სიმეონეს გუნდმა უმძიმეს ბრძოლაში შეძლო მეტოქის დამარცხება. მატჩის გმირი ფრანგი ანტუან გრიზმანი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ანტუანისთვის ეს შეხვედრა ლა ლიგაში საიუბილეო იყო, ფრანგმა მე-300 მატჩი ჩაატარა და 125-ე გოლი გაიტანა.

'ჩოლოს' გუნდმა ანგარიში ნიკოლა კალინიჩის გოლით გახსნა, რომელმაც სეზონში მეორე გამოიჩინა თავი. ატლეტიკომ ორბურთიანი უპირატესობა გრიზმანის თერთმეტმეტრიანით მოიპოვა და პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.

ვალიადოლიდი მეორე ტაიმში კოლოსალურ უპირატესობას დაეუფლა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ანტუან გრიზმანმა 'როხიბლანკოს' მაინც მოაგებინა და სეზონში მე-6 გოლი გაიტანა. ატლეტიკოს 31 ქულა დაუგროვდა და ლა ლიგას ლევანტესთან ერთად 31 ქულით ლიდერობს. ატლეტიკო მომდევნო ტურში 'ვანდა მეტროპოლიტანოზე' ესპანიოლს უმასპინძლებს. ვალიადოლიდი კი ბილბაოს ესტუმრება.

მატჩის მიმოხილვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები