Thumbnail
  • ჰანოვერი 0:4 ბაიერნი
  • დორტმუნდი 2:1 ვერდერი 

გერმანიაში ბუნდესლიგის მე-15 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა. დორტმუნდმა უახლოეს მდევართან უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა. 

ჰანოვერი 0:4 ბაიერნი

გოლები: 0:1 კიმიხი (2), 0:2 ალაბა (29), 0:3 გნაბრი (53), 0:4 ლევანდოვსკი (62)

რობერტ ლევანდოვსკიმ ზედიზედ მერვე სეზონში შეძლო 10 და მეტი გოლის გატანა

"რეკორდმაისტერი" ჰანოვერს ესტუმრა და ძალიან იოლად გაუსწორდა. პირველ ტაიმში გოლები ფლანგის მცველებმა ჯოშუა კიმიხმა და დავიდ ალაბამ გაიტანეს, ხოლო მეორეში თავი სერჟ გნაბრიმ და კიმიხის პასით რობერტ ლევანდოვსკიმ გამოიჩინეს. პოლონელმა ცენტრფორვარდმა სეზონში მე-10 გოლი გაიტანა. 

ამ მოგებით ბაიერნი მიონხენგლადბახის ბორუსიას წამოეწია, რადგან ეს უკანასკნელი სტუმრად ჰოფენჰაიმს დაუზავდა - 0:0. 

► ჯოშუა კიმიხმა (ბაიერნი) 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა ბუნდესლიგაში. ამ სეზონში მას კლუბში ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს - 6. 

► დავიდ ალაბასაც (ბაიერნი) დიდი ხანია არ გაუტანია ბუნდესლიგაში - აპრილის შემდეგ. 

► რობერტ ლევანდოვსკიმ (ბაიერნი) ამ სეზონში 22 მატჩში 22 გოლი გაიტანა (ყველა შეჯიბრებაში). 

► ბუნდესლიგაში პოლონელმა 10 და მეტი გოლი ზედიზედ მერვე სეზონში შეაგდო. 

დორტმუნდი 2:1 ვერდერი 

გოლები: 1:0 პაკო ალკასერი (20), 2:0 როისი (27), 2:1 მ. კრუზე (35)

მარკო როისს განსაკუთრებით უყვარს ვერდერის გამწარება

მე-20 წუთზე პაკო ალკასერმა თავით გახსნა ანგარიში, ეს ესპანელი ფორვარდის მე-11 გოლია ბუნდესლიგაში და ის ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნული ლიდერია. 7 წუთში ჯეიდონ სანჩოს პასით გოლი მარკო როისმა გაიტანა, რომელიც მისთვის მეათეა ჩემპიონატში. როისი ლევანდოვსკის წამოეწია. 35-ე წუთზე მარკ კრუზემ ერთი გაქვითა.

დორტმუნდმა 39 ქულა დააგროვა და ბუნდესლიგას უკვე 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, გლადბახსა და ბაიერნს 30-30 ქულა აქვთ. 

► მარკო როისმა (დორტმუნდი) უკვე მე-12 გოლი გაუტანა ვერდერს, მეტი მას არავისთვის გაუტანია.

► დორტმუნდი კვლავ ერთადერთი კლუბია, რომელსაც ბუნდესლიგაში ამ სეზონში არ წაუგია.

► პაკო ალკასერი (დორტმუნდი) მხოლოდ მესამე ფეხბურთელია, ვინც ბუნდესლიგის პირველ 10 თამაშში 11 გოლის გატანა შეძლო - ჰორსტ ჰრუბეშისა და კლაუს მატიშაკის შემდეგ.

► აქსელ ვიტსელის (დორტმუნდი) 68 პასიდან 67 ზუსტი იყო (98.5%).

სხვა მატჩები

აუგსბურგი 1:1 შალკე

დიუსელდორფი 2:0 ფრაიბურგი

ჰოფენჰაიმი 0:0 გლადბახი

შტუტგარტი 2:1 ჰერტა

კომენტარები

ბოლო ამბები