Thumbnail

ლოკომოტივმა იტალიაში მეორე მატჩიც მოიგო - რა შანსი აქვს ქართულ კლუბს?

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კალვიზანო 13:20 ლოკომოტივი
  • თბილისურმა კლუბმა იტალიაში ორივე მატჩი მოიგო

კონტინენტის ფარის მე-4 ტურის შეხვედრაში, თბილისის ლოკომოტივი იტალიურ კალვიზანოს დაუპირისპირდა და, ფიამე ოროსთან გამარჯვების შემდეგ, იტალიაში მეორე მატჩიც მოიგო - 20:13.

ანგარიში კალვიზანომ ჯარიმით გახსნა, რის შემდეგაც ლოკომოტოვმა შეუტია და მეტოქე სამჯერ დააჯარიმა. ბექა წიკლაურმა სამივე ჯარიმა ზუსტად დაარტა და თბილისელები 6 ქულით გავიდნენ წინ - 9:3. გუნდებმა ტაიმის ბოლოს ისევ გაცვალეს ჯარიმები და ლოკომოტივმა პირველი ნახევარი 12:6 მოიგო.

HT' ლოკო პირველ ტაიმში ამარცხებს კალვიზანოს 🔥🔥🔥 🇮🇹 Calvisano 6-12 RC Locomotive 🇬🇪 LIVE 🔴 რაგბი TV/Rugby TV #უქომაგელოკოს #კონტინენტისფარი 🔵⚫️

Posted by რკ ლოკომოტივი • RC Locomotive on შაბათი, 15 დეკემბერი, 2018

ლოკომოტივმა მეორე ტაიმის 52-ე წუთზე საკუთარი აუტი მოიგო, რის შემდეგაც თბილისელებმა მოლი ააგორეს და ფარნა გასვიანმა ლელო დადო, რომელიც წიკლაურმა ვერ გარდასახა. ბექამ მაინც გაიტანა, წიკლაურის ჯარიმით ლოკომოტივი სასურველი შედეგით, 14 ქულით გავიდა წინ - 20:6.

სამწუხაროდ, თბილისურმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ტაიმის ბოლოს ლელო მაინც გაუშვა. ლოკომოტივი 11-ზე მეტი ქულით მოგების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე იქნებოდა. იტალიელებმა ბონუს ქულა მოიპოვეს და ახლა ჯგუფში 10 ქულით პირველ ადგილზე არიან. ლოკომოტივი 9 ქულით მეორე პოზიციაზეა. 

თბილისელები ბოლო ტურის მატჩს 12 იანვარს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე, ფიამე ოროსთან გამართავს და ბონუს ქულით მოგების შემთხვევაში დიდი შანსი ექნებათ, რომ პლეი ოფში გავიდნენ. მთავარია, რომ ბოლო შეხვედრაში ფიამე ორომ კალვიზანოს წინააღმდეგობა გაუწიოს და ბონუს ქულის აღების შანსი არ მისცეს.

მატჩის მიმოხილვა 📺

კალვიზანო 13:20 ლოკომოტივი • თბილისურმა გუნდმა იტალიაში მეორე მატჩი მოიგო 🇬🇪🏉

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 15 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები