Thumbnail

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვთნელმა ტუნისი ჩაიბარა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ალენ ჟირესის კონტრაქტი 2.5-წლიანია
  • საქართველოდან წასვლის მერე ფრანგი აფრიკაში მოღვაწეობს

ტუნისის ფეხბურთის ფედერაციან გამოაცხადა, რომ ნაკრების მწვრთნელად წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი, ახლა კი მწვრთნელი ალენ ჟირესი დანიშნა. ჟირესი მუშაობას 1-ლი იანვრიდან შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ ალენ ჟირესი 2004-2005 წლებში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო. ეს მაშინ პირველი შემთხვევა იყო, როცა ჟირესს ეროვნული ნაკრები ჩააბარეს (მანამდე ის ტულუზს, პსჟ-ს და რაბათს წვრთნიდა). საქართველოს ნაკრების შემდეგ ჟირესი მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე მოღვაწეობს - ის გაბონს, მალის (ორჯერ) და სენეგალს წვრთნიდა. 2012 წელს მან მალის ნაკრებს აფრიკის ერთა თასი მოაგებინა.

შეგახსენებთ, რომ ტუნისის ნაკრები 2018 წლის მუნდიალის მონაწილე გუნდია. "დღეს გაფორმდა კონტრაქტი ტუნისის ფედერაციის შტაბ-ბინაში. კონტრაქტის ვადა 2021 წლის 30 ივნისს იწურება, თუმცა შესაძლოა, გაგრძელდეს", - ვკითხულობთ ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში. 

ალენ ჟირესი მიშელ პლატინისთან და სხვებთან ერთად 1984 წლის ევროპის ჩემპიონია ფეხბურთელის რანგში, მუნდიალზე კი მას მე-3 ადგილი აქვს მოპოვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები