Thumbnail

ვის ვუყუროთ 2019-ში - ტოჩინოშინი ტელეკომპანია NHK-ის გამოკითხვაში მონაწილეობს 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტელეკომპანია NHK-ის გამოკითხვა
  • ტელეკომპანია არ ასახელებს წლის საუკეთესო სუმოისტს
ტელეკომპანია NHK-ის გამოკითხვა

იაპონურმა ტელეკომპანია NHK-მ, რომელიც სუმოს სუპერტურნირების პირდაპირ ტელეტრანსლაციებს ახორციელებს, საიტზე გულშემატკივართა გამოკითხვა მოაწყო კითხვით - Who is your "wrestler to watch" in 2019?- მაყურებელმა უნდა დაასახელოს მისი ფავორიტი სუმოისტი, რომლისგანაც 2019 წელს ბევრს ელის. 

სიაში ცხრა ძირითადი სუმოისტია, თუმცა ხმის მიცემისას შესაძლებელია სხვა სუმოისტის მონიშვნაც. რა თქმა უნდა, ნომინანტთა ძირითად სიაშია  ქართველი ოძეკი ტოჩინოშინიც (ლევან გორგაძე), რომელმაც 2018 წლის იანვრის ბაშო მოიგო და ისტორიაში პირველად მიიღო იაპონიის იმპერატორის თასი.

სუმოისტს, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, 28 დეკემბერს NHK-ზე სპეციალურ გადაცემაში გამოაცხადებენ, რომელშიც 2018 წელს შეაჯამებენ.  

როგორც ხედავთ, ტელეკომპანია არც წლის საუკეთესო სუმოისტს ასახელებს და მით უმეტეს, არც 2019 წლის საუკეთესოს, როგორც ეს ქართულ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა. 

მეტი ამ თემაზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები