Thumbnail
  • რეალის ხორვატი ნახევარმცველი ატლეტიკოს თავკაცის სიტყვებმა გააღიზიანა
  • "ოქროს ბურთის" მფლობელის თქმით, რეალის წარმატებებში ეჭვის შეტანა უსაფუძვლოა 

მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მადრიდის ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე გააკრიტიკა. ხორვატი ფეხბურთელი არგენტინელი  სპეციალისტის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ "სამეფო კლუბში" მოთამაშე ფეხურთელისთვის გაცილებით იოლია "ოქროს ბუთის" მოგება.

"გასაგებია, რომ სიმეონე თავისი ფეხბურთელის ანტუან გრიზმანის დამცველად გამოდის, მაგრამ ამავდროულად, ის მუდმივად აკნინებს რეალისა და მისი მოთამაშეების ავტორიტეტს.

ვაფასებ სიმეონეს და იმ ყველაფერს, რაც მან ატლეტიკოსთან ერთად გააკეთა. ასევე პატივს ვცემ კლუბის ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს და მივიჩნევ, რომ ატლეტიკო ბრწყინვალე კლუბია. როდესაც მოგვიგეს, გულწრფელად მივულოცეთ და მარცხი ღირსეულად მივიღეთ. მაგრამ მიმაჩნია, რომ უსამართლობაა, როდესაც ჩვენ მიღწევებს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაში ატლეტიკოსთან მოგებულ ორი ფინალს, გამუდმებით ეჭვქვეშ აყენებენ პოპულისტური თეზისებით", - აქვეყნებს მოდრიჩის ნათქვამს Mundo Deportivo.

2018 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე ხმათა უმრავლესობით ლუკა მოდრიჩმა გაიმარჯვა, რომელიც მანამდე წლის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფამ და უეფამაც აღიარეს.

მადრიდის ატლეტოკოს და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი “ოქროს ბურთის” ხმისმიცემაში მესამე ადგილზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები