Thumbnail
  • ამირან პაპინაშვილმა წელიწადი ვერცხლის მედლით დაასრულა
  • ვაჟა მარგველაშვილმა დანიელ კარნინთან ბრინჯაო მოიპოვა
  • ლაშა შავდათუაშვილიც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჩინეთის მასტერსის პირველ დღეს სამი მედალი მოიპოვა. 60-კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში, ამირან პაპინაშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეს დაუპირისპირდა და გუანჯოუში ვერცხლის მედალს დაეუფლა.

პაპინაშვილის ნახევარფინალური ბრძოლა

ამირან პაპინაშვილის გამარჯვება ამართუვშინ დაშდავაასთან

ამირან პაპინაშვილის გამარჯვება ამართუვშინ დაშდავაასთან

Posted by Silk Sport on შაბათი, 15 დეკემბერი, 2018

პირველი შიდო ამირან პაპინაშვილმა დაიმსახურა, რის შემდეგაც ქართველი ძიუდოისტი გააქტიურდა და შიდო მეტოქესაც მიაღებინა. დამატებით დროში მშვიდობაძემ პაპინაშვილი ვაზარით დაამარცხა და გამარჯვება იზეიმა. სამწუხაროდ, რევანში არ შედგა და ამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი მარცხის შემდეგ, მშვიდობაძესთან მოგება ვერ შეძლო.

მეორე მედალი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ბრწყინვალედ იჭიდავა და ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ ბრძოლაში დანიელ კარნინს მოუგო. ბრაზილიელმა და მარგველაშვილმა ძირითად დროში თითო ვაზარი გაცვალეს, დამატებით დროში კი ვაჟამ მეტოქეს კიდევ ერთი ვაზარი აუღო და წინა წლის შედეგი გაიმეორა.

ვაჟა მარგველაშვილის გამარჯვება დანიელ კარნინთან

ვაჟა მარგველაშვილის გამარჯვება დანიელ კარნინთან და ბრინჯაოს მედალი

Posted by Silk Sport on შაბათი, 15 დეკემბერი, 2018

საქართველომ პირველი დღე სამი მედლით დაასრულა. ლაშა შავდათუაშვილმა მონღოლი განბაატარი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დაამარცხა და გამარჯვება იზეიმა. ხვალ კიდევ სამი ქართველი ძიუდოისტი გამოვა ტატამზე: ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი.

ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება მონღოლ განბაატართან

ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება მონღოლ განბაატართან

Posted by Silk Sport on შაბათი, 15 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები