Thumbnail
  • გუანჯოუში წლის შემაჯამებელი მასტერსი დაიწყო
  • ამირან პაპინაშვილი ფინალში გავიდა
  • მარგველაშვილი და შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ

ჩინეთში ძიუდოს შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო, სადაც 8 ქართველი ასპარეზობს. პირველ დღეს სამ წონით კატეგორიაში თამაშდება მედლები. 60-კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში ამირან პაპინაშვილი გავიდა, რომელმაც პირველ ბრძოლაში ჩინელი ი შანგი დამატებით დროში იპონით დაამარცხა. პაპინაშვილმა მეორე ბრძოლაში რუს ისლამ იაშუევს სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ასევე დამატებით დროში, მონღოლ ამართუვშინ დაშდავაას იპონით მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა.

ამირან პაპინაშვილი V ი შანგი

ამირან პაპინაშვილმა პირველივე ბრძოლაში მოუგო ჩინელ ი შანგს

ამირან პაპინაშვილმა პირველივე ბრძოლაში მოუგო ჩინელ ი შანგს გუანჯოუს მასტერსი

Posted by Silk Sport on შაბათი, 15 დეკემბერი, 2018

ამირან პაპინაშვილი V ისლამ იაშუევი

ამირან პაპინაშვილის ბრწყინვალე იპონი რუს ისლამ იაშუევთან

ამირან პაპინაშვილის ბრწყინვალე იპონი რუს ისლამ იაშუევთან

Posted by Silk Sport on შაბათი, 15 დეკემბერი, 2018

პირველივე ბრძოლაში დამარცხდა ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ). მან რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან წააგო, რომელმაც ფინალში გასვლა შეძლო და პაპინაშვილს შეხვდება.

ლუხუმ ჩხვიმიანმა რობერტ მშვიდობაძესთან წააგო

ლუხუმ ჩხვიმიანმა რობერტ მშვიდობაძესთან პირველივე ბრძოლაში წააგო

Posted by Silk Sport on შაბათი, 15 დეკემბერი, 2018

ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ. ორივე ძიუდოისტმა ნახევარფინალში გასასვლელი შეხვედრები დათმო, რის შემდეგაც რეპეშაჟში იმარჯვეს და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს.

ფინალური ბლოკის ხილვა სილქ უნივერსალზე შეგეძლებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები