Thumbnail

Heroes of The Storm | Blizzard თამაშის eSports გეგმებს აჩერებს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Blizzard-მა Heroes Global Championship შეაჩერა
  • კომპანია აქცენტს სხვა თამაშებზე გააკეთებს

Blizzard-ის MOBA თამაშის Heroes of The Storm-ის მოყვარულთათვის სევდიანი ამბავი გვაქვს. კომპანიაში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა აზრით, იმისთვის, რომ ელექტრონულ სპორტად იარსებობს, HoTS არასაკმარისად პოპულარულია და ზედმეტად დიდ რესურსს მოითხოვს. შესაბამისად, Blizzard-მა eSports-თან დაკავშირებული სტრუქტურები დახურა და თამაშის დეველოპერები სხვა პროექტებზე გადაანაწილა.

'ჩვენ საკმაოდ რთული გადაწყვეტილება მივიღეთ და Heroes of The Storm-ის დეველოპერთა ნაწილი სხვა პროექტებზე გადავიყვანეთ. ასეთი რამ პირველად არ ხდება და მსგავსი მკვეთრი ქმედებების გარეშე ჩვენ არასდროს გვექნებოდა Diablo II-ის, WoW-ის, Starcraft II-ის და Overwatch-ის მსგავსი თამაშები,' - წერია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

თამაში არსად არ გაქრება. ის კვლავ Battle.net-ზე იქნება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მეგობრებთან და უცხო ადამიანებთან ერთად Blizzard-ის სამყაროს პერსონაჟებით იბრძოლოს, მაგრამ HoTS-ის უმაღლეს დონეზე თამაშს აზრი ეკარგება. Orphea-ს, ანუ თამაშის უახლესი პერსონაჟის გამოჩენიდან სულ რაღაც ერთი თვე გავიდა და Blizzcon-ზე ცვლილებების საკმაოდ ვრცელი სია დაანონსდა, ამიტომაც აღნიშნული გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები