Thumbnail
  • გენტის 18 წლის ქართველი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე hln.be წერს.
  • ჩაკვეტაძის გადაბირება დონეცკის შახტარსაც სურს.

ბელგიური გენტის 18 წლის ფეხბურთელით გიორგი ჩაკვეტაძით ინგლისური კლუბები: ტოტენჰემი და ბორნმუთი ინტერესდებიან.

ბელგიური არხი HLN ამტკიცებს, რომ პრემიერლიგის კლუბების გარდა, ქართველი ტალანტის ამ ზამთარს გადაბირება დონეცკის შახტარსაც ძალიან სურს. ჩამოთვლილი კლუბები მზად არიან, ჩაკვეტაძის ტრანსფერში 6 მილიონი ევრო გადაიხადონ.

გასულ ზაფხულს ჩაკვეტაძეში სწორედ ამ ფასის გადახდაზე იყო თანახმა მიუნხენის ბაიერნი, მაგრამ გიორგისთან 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება ბელგიურმა კლუბმა დაასწრო.

გენტს ქართველი შემტევი ნახევარმცველის გაშვება არ არ უნდა.

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ბელგიური კლუბის მთავარ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. მიმდინარე ჩემპიონატში გიორგი გენტის განაცხადში ოთხჯერ მოხვდა, მოედანზე კი მხოლოდ ერთხელ, 9 წუთით გავიდა - 1-ელ ოქტომბერს, სტუმრად ბრიუგესთან შეხვედრაში.

თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილი გიორგი ჩაკვეტაძე გენტში გასულ ზაფხულს გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიურმა კლუბმა დინამოს 1,5 მილიონი ევრო გადაუხადა.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ლონდონის ტოტენჰემი 41 ქულით მეხუთეა, ბორნმუთი (21) კი მე-16 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები