Thumbnail

ლიდერი ჩელენჯ ქაფზე - მიხეილ გაჩეჩილაძე საუკეთესო მბოჭავია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მიხეილ გაჩეჩილაძის ენისეი ჩელენჯ ქაფის აუტსაიდერია
  • ქართველი მორაგბე ბოჭვების რაოდენობით პირველ ადგილზეა

შაბათს, ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირზე, მე-4 ტურის მატჩები გაიმართება. მიხელ გაჩეჩილაძისა და დავით კაჭარავას ენისეი პარმაში იტალიურ ზებრეს ესტუმრება, რომელმაც რუსეთში პირველი მატჩში 31:14 იმარჯვა.

კაჭარავა ენისეის ჩელენჯ ქაფზე ტრავმის გამო ვერ ეხმარება. რაც შეეხება გაჩეჩილაძეს, 'ბორჯღალოსანი' სამი ტურის შემდეგ ლიდერთა შორისაა. მას ტურნირზე 60 ბოჭვა აქვს შესრულებული, რაც საუკეთესო შედეგია. პირველ ორ ტურში გაჩეჩილაძეს 41 ბოჭვა ჰქონდა, მესამე ტურში კი ზებრესთან ლელოს დადებაც შეძლო და საკუთარ სტატისტიკას კიდევ 19 შედეგიანი ბოჭვა მიუმატა. სამი ტურის შემდეგ, ენისეის 1 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

მიხეილ გაჩეჩილაძის ლელო ზებრესთან 📺

მიხეილ გაჩეჩილაძის ლელო იტალიურ ზებრესთან

მიხეილ გაჩეჩილაძის ლელო იტალიურ ზებრესთან

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 14 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები