Thumbnail
  • გუანჯოუში წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა გაიმართა
  • მედლებისთვის 8 ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს

ჩინეთში წლის შემაჯამებელი ტურნირი ჩატარდება ძიუდოში. დღეს გუანჯოუს მასტერსის წილისყრა გაიმართა და ქართველი ძიუდოისტების მეტოქეებიც გაირკვნენ.

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორი ქართველი, ლუხუმ ჩხვიმიანი და ამირან პაპინაშვილი გამოვლენ. ჩხვიმიანი პირველ წრეში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეს შეხვდება. ამირანი კი ასპარეზობას მასპინძელ ი შანთან დაიწყებს. 81-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავს. ტურნირი 15 დეკემბერს დაიწყება და 16 დეკემბერს დასრულდება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალზე იხილავთ.

ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გუანჯოუს მასტერსზე

60 კგ - ამირან პაპინაშვილი V ი შანი (ჩინეთი)

60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი V რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)

66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი V ოსნიელ სოლისი (კუბა)

73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი V ბილალ ჩილოღლუ (თურქეთი)

81 კგ - წარმომადგენელი არ გვყავს

90 კგ - ბექა ღვინიაშვილი V ნოელ ვან ტენდი (ჰოლანდია)

100 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი V ნიაზ ბილალოვი (რუსეთი)

+ 100 კგ - გურამ თუშიშვილი V იური კრაკოვეცკი (ყირგიზეთი)

შარშანდელი მასტერსის ვიდეო 📺

კომენტარები

ბოლო ამბები