Thumbnail

'სპალეტის უნდა ვენდოთ და დრო მივცეთ' - ჯუზეპე მაროტამ მწვრთნელს მხარი დაუჭირა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მილანის ინტერის რთული კვირა
  • ლუჩანო სპალეტის ჯერჯერობით ენდობიან

ინტერს რთული და წარუმატებელი კვირა ჰქონდა. მილანურმა კლუბმა ჯერ იტალიური დერბი წააგო იუვენტუსთან, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში პსვ-ს ვერ მოუგო და პლეი ოფს მიღმა დარჩა. შედეგად, იტალიური სპორტული მედია მოიცვა ცნობებმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლუჩანო სპალეტის შესაძლო განთავისუფლების შესახებ. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ინტერის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ.

“გულშემატკივრების მსგავსად, მეც იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ უნდა მივიღოთ ის რეალობა, რომელიც გვაქვს. არ არის ადვილი ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნება და ამისთვის მიზანმიმართულად უნდა ვიშრომოთ. ლუჩანო სპალეტი ძალიან კარგი მწვრთნელია, უნდა ვენდოთ, მივცეთ დრო და მშვიდად მუშაობის საშუალება. ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება.” - განაცხადა ჯუზეპე მაროტამ.

კომენტარები

ბოლო ამბები