Thumbnail

საქართველოს ნაკრების ყოფილი გამთამაშებელი NBA-დან ირანში წავიდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • თეირანის მაჰრამმა ჯეიკობ პულენს კონტრაქტი გაუფორმა.
  • მან საქართველოს მოქალაქეობა 2012 წელს მიიღო და დღესაც ინარჩუნებს.
  • ბოლოს პულენი NBA-ს ფილადელფიაში ირიცხებოდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი გამთამაშებელი ჯეიკობ პულენი NBA-დან ირანის სუპერლიგაში გადაბარგდა.

eurobasket.com-ის ინფორმაციით, მასთან კონტრაქტი ირანულმა კლუბმა მაჰრამმა გააფორმა. 

ამას წინ უძღვოდა ფილადელფია 76-ის გადაწყვეტილება, ხელმძღვანელობამ გუნდიდან გაუშვა პულენი, რომელმაც სულ სამ თამაშში მიითო მონაწილეობა. 

პულენმა კარიერის განმავლობაში ათამდე ევროპულ კლუბში ითამაშა, რომელთაგანაც მისთვის გამორჩეული იყო 2013/14 წლების სეზონი, რომელიც მან ბარსელონაში გაატარა. 

ჯეიკობ პულენმა საქართველოს მოქალაქეობა 2012 წლის აგვისტოში მიიღო და მას ახლაც ინარჩუნებს. ქართველ გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ მისი გადამწყვეტი სამქულიანი იმავე თვეს ლატვიასთან საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 79:76 მოიგო. 

ჯეიკობ პულენი ფილადელფიაში

ევრობასკეტ 2013-ზე იგორ კოკოშკოვმა პულენს რიკი ჰიკმანი არჩია, თუმცა პულენი საქართველოს ნაკრებში ევრობასკეტ 2015-ისთვის გაახსენდათ, როცა ჰიკმანმა ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა.

თეირანულ გუნდში ის სწორედ ქართული პასპორტით ითამაშებს, რაც კლუბს საშუალებას მისცემს, ამერიკელ კალათბურთელებზე დაწესებულ კვოტას არ გადააჭარბოს.

კომენტარები

ბოლო ამბები